რეზონანსი
06.10.2024

გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ზებუნებრივი ძალებით ცდილობს. საქმე ეხება "შაბათის ეთერის" სკანდალურ გამოძიებას, საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილმა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად საქართველოში რუსი ექიმბაში ჩამოიყვანა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ ოლიგარქს არჩევნებში გამარჯვების იმედი გადაწურული აქვს. 

ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ზებუნებრივი ძალებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას  ამ ქვეყნის გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მას იმედი აქვს გადაწურული, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას მოიგებს და სხვა დანარჩენი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მის შიშს, - ამბობს თეონა აქუბარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×