რეზონანსი
06.10.2024

ჩვენი ამერიკელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან, იმ ადამიანების, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას, არ მოიხდიან ბოდიშს საკუთარ ტერიტორიული მთლიანობისთვის და ახალ პროდასავლურ კოალიციურ მთავრობას აირჩევენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის მიუხედავად, აშშ მუდამ ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ხაზს უსვამენ იმას, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან, ეს ნამდვილად ასეა, ისინი სწორედ ჩვენი მთავარი პარტნიორები არიან არაღიარების პოლიტიკასთან, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით. ნამდვილად არ იყო გასაკვირი მათი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებასთან მიმართებით, რომელსაც კალაძე ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილებითა და განცხადებით შეუერთდა და მიესალმა. ვხედავთ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან, იმ ადამიანების, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას, არ მოიხდიან ბოდიშს საკუთარ ტერიტორიული მთლიანობისთვის და ახალ პროდასავლურ კოალიციურ მთავრობას აირჩევენ", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×