რეზონანსი
04.10.2024

მარტვილის რაონის სოფელ სალხინოში, მსუბუქი ავტომობილი ხუთი თვის ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი გზაზე გადადიოდა. 

გავრცელებული  ინფორმაციით, ალკოტესტის საფუძველზე დადგინდა, რომ მძღოლი ნასვამ მდომარეობაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ის დაკავებულია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 42 წლის ორსული ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ამ დროისთვის მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×