რეზონანსი
04.10.2024

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართველ მებრძოლის, რატი ბურდულის წინააღმდეგ. როგორც რუსული მედია წერს, "საქართველოდან დაქირავებულმა მებრძოლმა უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად შეიჭრა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე".

რუსეთი ამტკიცებს, რომ ბურდული "ეჭვმიტანილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისა და ხელისუფლების მოხელის მიმართ ძალადობის გამოყენებაში"

როგორც საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელი დგინდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×