რეზონანსი
04.10.2024

სენაკის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც ირკვევა, სიტყვიერი დაპირისპირების გამო, პედაგოგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასწავლებელი, რომელიც სიტყვიერი დაპირისპირების დროს ცუდად გახდა, შორენა შამათავაა, იგი ამავე სკოლის ყოფილი დირექტორია, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. იგი ახლანდელ სკოლის დირექტორს თავდასხმაში ადანაშაულებს

"თავს დამესხა, დამიწყო ჩხუბი. მოხდა შეკამათება ჩვენს შორის. თითქოსდა, გუშინ მე გაკვეთილი გავაცადინე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. ბოლო ხმაზე მიყვიროდა. უნდა, რომ მასწავლებლობიდანაც გამათავისუფლოს. პოლიცია მაიძულებდა, ოქმზე ხელმოწერას. მეც გამოცდა მქონდა ჩაბარებული, მაგრამ ეგ „ოცნების“ შტაბიდან დაინიშნა" - განუცხადა "გურიანიუს" შამათავამ.

"გურიანიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×