რეზონანსი
03.10.2024

უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა მედიასთან ოპოზიციის საარჩევნო და პოსტსაარჩევნო გეგმების შესახებ გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა - მტერიც და მოყვარეც, იძულებული იქნება, რომ „ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" მყარ, დამაჯერებელ გამარჯვებას შეეგუოს.

„რადიკალური ოპოზიციის მუქარების არავის ეშინია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომაც, ისინი საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ. ერთადერთი, რისი იმედიც აქვთ, ეს ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებია. ეს განცხადებები 26 ოქტომბრამდე გაძლიერდება, ხოლო 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა - მტერიც და მოყვარეც, იძულებული იქნება, რომ „ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" მყარ, დამაჯერებელ გამარჯვებას შეეგუოს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×