რეზონანსი
03.10.2024

დღეს ყველა ვხედავთ, თუ რა მოცემულობის წინაშე დგას ქვეყანა და ძალიან მარტივია ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

„ვხედავთ რამხელა ზეწოლა და შემოტევაა ქვეყანაზე. ამას აქვს მხოლოდ ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი და ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი და მეორე ის, რომ არ შევუერთდით სანქციებს. ერთიც და მეორეც დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ხალხისთვის.

ჩვენ შეიარაღებულები ვართ სიმართლით და ვერავინ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას," - განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×