რეზონანსი
03.10.2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე  სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობს და თბილისის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

შეხვედრა პრესისთვის დახურულია. 

საათნახევრით ადრე ო ბრაიენი  ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო სალივანს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×