|

დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დუბლინში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეს არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე 3 ათწლეულია დგას. საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ პროცესში ყველა საერთაშორისო აქტორი ჩართულია, თუმცა ამ დრომდე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმატებაზე საუბარი ძალიან რთულია. საქართველოს ხელისუფლების 10-წლიანი ძალისხმევის შედეგად დღეს ჩვენ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც გვიმაგრებს ზურგს და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით შეგვიძლია ვიბრძოლოთ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებისთვის. რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია, რომ მიხვდე, რამდენად კომპლექსურ გარემოში გვიწევს დღეს მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სტაბილური გზის უზრუნველყოფაზე ზრუნვა. უკანასკნელ წლებში საქართველო სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დადგა დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ქვეყნის უსაფრთხოებას. ვიხილეთ არა ერთი საერთაშორისო მასშტაბის კამპანია, რომელიც უმეტესწილად მოკლებულია რეალურ ობიექტურ საფუძვლებს, თუმცა ქვეყნის რეპუტაციას ლახავს. წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენოს, როგორც ეს წარსულში მომხდარა. საქართველოს ხელისუფლების მოწვევით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააკვირდეთ არჩევნებს და გააკეთოთ ობიექტური დასკვნები. თქვენი მისია იმაზე მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნებზე დაკვირვებაა. დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|