რეზონანსი
10.09.2024

"მოვისმინე დაზვერვის ანგარიშები - ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ" - ზელენსკი

ვხე­დავთ რა ნა­ბი­ჯებს გეგ­მა­ვენ მოს­კოვ­ში და შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ 10 სექ­ტემ­ბერს დაზ­ვერ­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რი­შე­ბის მოს­მე­ნი­სას მათ მოს­კო­ვის შემ­დგო­მი გეგ­მე­ბი და მათ­ზე უკ­რა­ი­ნის პა­სუ­ხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

"მო­ვის­მი­ნე დაზ­ვერ­ვის ან­გა­რი­შე­ბი - დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის - დაწ­ვრი­ლე­ბით უკ­რა­ი­ნის ხელთ არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ასე­ვე საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ. ვხე­დავთ რა ნა­ბი­ჯებს გეგ­მა­ვენ მოს­კოვ­ში, შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ - იმ­დე­ნად მკაც­რად, რო­გორც ეს სა­ჭი­როა უკ­რა­ი­ნის­თვის.

და მინ­და ახლა ყვე­ლას ვუ­თხრა მსოფ­ლი­ო­ში, ვი­საც ჯერ კი­დევ რა­მე­ნა­ი­რად სურს პუ­ტი­ნის დახ­მა­რე­ბა: ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ არა უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ხალ­ხის და­სა­ცა­ვად, არა­მედ მსოფ­ლი­ოს რე­ა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცი­ის­თვის ძლი­ე­რი პა­სუ­ხე­ბის­თვის ომის გა­ჩა­ღე­ბა­ზე ან ომის გაგ­რძე­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გი­ნა სა­გა­რეო საქ­მე­თა ახა­ლი მი­ნის­ტრი ან­დრეი სი­ბი­გა, რომ­ლის ძი­რი­თად ამო­ცა­ნებ­შია უკ­რა­ი­ნუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ისე გა­და­წყო­ბა, რომ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო აქ­ტი­უ­რად ხდე­ბო­დეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×