რეზონანსი
10.09.2024

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლომ" 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი წა­რად­გი­ნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის ოცე­უ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა , "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ წა­რად­გი­ნა.

პრე­მი­ერ­მა სიის პირ­ველ ნომ­რად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სიის ოცე­ულ­ში არი­ან ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

რო­გორ პეტ­რი­აშ­ვილ­მა თქვა, ეც­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ ბევ­რი "მა­გა­რი საქ­მე გა­ა­კე­თოს" და აქვე დას­ძი­ნა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლია.

"მე, რო­გორც გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა ბევ­რი მა­გა­რი ემო­ცია შევ­ძი­ნე ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს და ახ­ლაც ვეც­დე­ბი, ბევ­რი მა­გა­რი საქ­მე გა­ვა­კე­თო და შე­ვუ­ერ­თდე ამ მა­გარ გუნდს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სამ­შობ­ლო და ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სპორ­ტი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, უბ­რა­ლოდ, ახლა ისე­თი პე­რი­ო­დი მაქვს, დიდი დრო დამ­ჭირ­დე­ბა ტრავ­მის მო­სა­შუ­შებ­ლად" - თქვა პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×