რეზონანსი
24.08.2024

დიდ ნაწილს კომპენსაციები მიღებული აქვს, შეთანხმებულია კომპენსაციების ოდენობაც, - განაცხადა კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროებში დასაქმებულების პროტესტის საკითხზე „ქრონიკასთან" საუბრისას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

„ეს არის ადამიანების გარკვეული ჯგუფის მიერ მოფიქრებული მართლსაწინააღმდეგო გზა, რომ ამგვარად, შანტაჟით, საწარმოს გადაკეტვით, მისი საქმიანობის ხელშეშლის გზით რამდენჯერმე მიიღონ კომპენსაცია", - აღნიშნა ადვოკატმა.

კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროებში დასაქმებულებმა სამუშაოები უკვე მეხუთე თვეა შეწყვიტეს. მათი მთავარი მოთხოვნა კომპენსაციაა. „ქრონიკის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით კი დასტურდება, რომ პროტესტის მონაწილეთა დიდ ნაწილს კომპენსაცია უკვე აღებული აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×