რეზონანსი
23.08.2024

ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი ირაკლი დარბაიძეა. 25 წლამდე ბიჭს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

თავდაპირველად, მამაკაცებს შორის დაპირისპირება რიგის გამო დაიწყო, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა მოკლული ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ზურგში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ფიგურანტი სამი ეთნიკურად აზერბაიჯანელი პირი დააკავა, რომელთაც ბრალი ჯერ არ წარდგენიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×