რეზონანსი
28.05.2024

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. "გამჭვირვალობის" შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე კომისიის დასკვნა იყო შემაშფოთებელი. მისივე შეფასებით, ვენეციის კომისიის წევრებმა აღნიშნული დასკვნითი უარი თქვეს პროფესიულ ღირსებაზე.

"ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვენეციის კომისიის დასკვნა, რბილად ვიტყვი, შემაშფოთებელი იყო, იმიტომ, რომ ამ ტექსტით ვენეციის კომისიამ თქვა უარი პროფესიულ ღირსებაზე. საბოლოო ჯამში, ვერაფერი რეალური კრიტიკული შენიშვნა ვერ დააწერინეს ვენეციის კომისიას და ბოლოს დააწერინეს ის, რომ "ენჯეოების" გამჭვირვალობა არ ვარგაო. ასეთ რაღაცას რომ დაწერს ვენეციის კომისია, იქ პროფესიულ ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ქვეყნის შიგნითაც ვიყავით ყველა შეთანხმებული იმაზე, რომ "ენჯეოების" გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ "ენჯეოების" გამჭვირვალობა, როგორც ასეთი არის ცუდი. ეს აბსურდი დაწერა და ამის შემდეგ, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს რაიმე ჩანაწერს ვენეციის კომისიის დასკვნაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×