|

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების განწყობა მათი ქმედებებისა და განცხადებების შესაბამისია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო საზოგადოების ინდექსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა. თბილისის მერის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობაში არასამთავრობო სექტორი არაპოპულარულია. „ამ ქვეყანაში თუ რომელიმე ინსტიტუცია არაპოპულარულია, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია, თავიანთი ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე. ზღვარი აღარ დარჩა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. მათ ერთი სისტემა აქვთ, რადიკალები არიან. ერთს აქვს კონკრეტული ფუნქცია, რომელსაც პოლიტიკური პარტია ჰქვია, მეორესაც იგივე ფუნქცია აქვს, სხვა სახელით. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ შესაბამისია", - განაცხადა კახა კალაძემ
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|