|

„ქართული ოცნების" ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან სტაჟირება ითვლება სამუშაო გამოცდილებად. ხოლო, 2024 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სტაჟიორის ხელფასი 300-დან 1000 ლარამდე მერყეობს. მისივე თქმით, საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პარლამენტის წევრები უნივერსიტეტებში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ხვდებიან.
„ახალგაზრდების მონაწილეობით შემუშავდება სტაჟირების ერთიანი სამთავრობო პროგრამაც, რომელიც მთელი დატვირთვით სექტემბრიდან ჩაეშვება. დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე 3000-ზე მეტმა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება. განათლების სექტორში მიმდინარე სიახლეებში სტაჟირების პროგრამა არის ნამდვილად გამორჩეული, რაც ახალგაზრდებს მისცემს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას და შესაძლებლობას რომ დასაქმდნენ ღირსეულად და თავისი კარიერა საქართველოში გააგრძელონ", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|