|

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს - დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. აღნიშნული თემა, ანგარიშშიც არის განხილული.
მისივე განცხადებით, მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები.
„კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს. 2023 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა, რომელიც სოფელ კირბალში წინაპართა სალოცავში სანთლის დანთების დროს მოხდა. დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. დიდი იმედებით ველოდებით, სასჯელის შესახებ მათ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება და განგრძობად ოკუპაცია სამართლებრივად უნდა შეაფასოს. მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. საკუთრების უფლებების დარღვევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ნაწილია. თითქმის უწყვეტია საოკუპაციო ძალების “ბორდერიზაციის” პროცესი. ეთნიკურ ქართველებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიიღონ. ბავშვებს მრავალი სახიფათო კილომეტრის გავლა უწევთ ქართულ ენაზე წერა-კითხვის შესასწავლად. მტკივნეულია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 35 შეხვედრა გვქონდა საოკუპაციო ხაზის მომდებარე მცხოვრებ ქალებთან. შემაძრწუნებელია ისტორიები, რომლებსაც ისინი მიზიარებენ. ქალები ხშირად დაუცველები არიან ძალადობის შემთხვევებში, ყოველთვის ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, არ აქვთ ინფორმაცია ისეთ მომსახურებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უფასოა, მაგალითად, სკრინინგი. როგორც იცით, რელიგიური დღესასწაული ახლოვდება, საანგარიშო პერიოდში და წლების განმავლობაშიც დღესასწაულების დროს ხელოვნურად უშლიან ადამიანებს გადაადგილებას. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წელს იქნება გამონაკლისი და აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ წინაპართა სალოცავების და საფლავების მონახულებას”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|