|

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ყოლის ვალდებულება პირველ ივნისს ამოქმედდება, ისინი დაეხმარებიან ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით და ასევე განიხილავენ მოქალაქეების საჩივრებს, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციის დამფუძნებელმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა. „პირველ მარტს ამოქმედდა ახალი კანონი, მაგრამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ყოლის ვალდებულება პირველ ივნისს ამოქმედდება. მანამდე არის გარკვეული ვალდებულებები რიგი კერძო ორგანიზაციისთვის და ყველა საჯარო დაწესებულებისთვის, რომელიც უნდა განხორციელდეს. ასე რომ, ერთგვარი გარდამავალი პერიოდი შეიძლება ვუწოდოთ ამ პერიოდს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ოფიცრები იყვნენ ამ ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კომუნიკაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან. ოფიცრებს ერთგვარი სარეკომენდაციო ფუნქციაც ექნებათ, ისინი დაეხმარებიან ორგანიზაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით და ასევე განიხილავენ მოქალაქეების საჩივრებს", - აღნიშნა აზნაურაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|