|

თუ კარგად ჩავეძიებით, არამარტო კომპანია „ქვევრი“, არამედ აბსოლუტურად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კახეთში თავიდან ბოლომდე ჩართულია სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა, მისი ოჯახის წევრები და ფაქტობრივად აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა ბიზნესს, სადაც ფულის კეთება შეიძლება. ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, გადაიქცა საკუთარი თავის გამდიდრების ხელისუფლებად. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
"რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენ რამე გამოძიება გვინახავს ივანიშვილის მთავრობის პერიოდში? როგორც ძველი პრემიერ მინისტრები, ისე ახალი პრემიერ მინისტრი თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან კორუფციაში, ასევე ის ჩინოვნიკები, რომლებიც ფაქტობრივად ფულის კეთებისთვის არიან მოსულები ხელისუფლებაში და მეტი არაფერი არ აინტერესებთ. მთავარი, რაც უნდა აინტერესებდეთ არის ხალხის უკეთესი ყოფა და უკეთესი ცხოვრება, მაგრამ მათი რეალური საქმე თავიანთი თავის გამდიდრებაა.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|