|

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელ კაცის თქმით, თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ამომრჩევლებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელზე თავდასხმისთვის დასაჯეს. ამის შესახებ ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა.
"ეს ცხადი მესიჯია ერდოღანისთვის. ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს" - დაწერა ისრაელ კაცმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში თურქულ ენაზე გაავრცელა. კაცმა სტამბოლის და ანკარის გამარჯვებულ ოპოზიციონერ კანდიდატებს მანსურ იავასს და ეკრემ იმამოღლუს გამარჯვება მიულოცა.
31 მარტის თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში უდიდეს ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თურქეთის მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ოცზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის უდიდეს 5 დასახლებაში: სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ბურსასა და ანტალიაში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ქვეყანაში "დემოკრატიამ გაიმარჯვა".
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|