|

სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით ბოლო დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო დანადგარების და სხვა მძიმე საცეცხლე საშუალებების კონცენტრაცია და ჯარების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის არმია მტკიცედ აღკვეთს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას. „ბოლო დღეებში შეიმჩნევა რევანშისტული ძალების გააქტიურება, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკის დონის ზრდა და საბოტაჟის მცდელობის მომზადების მიზნით საინფორმაციო გარემოში სიტუაციის გამწვავებაზე ორიენტირებული პროვოკაციული ინფორმაციის რაოდენობის გაზრდა. ვაფრთხილებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, იგი მტკიცედ იქნება აღკვეთილი აზერბაიჯანის არმიის მიერ", - აღნიშნულია განცხადებაში. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სიტუაციის გამწვავებასა და ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და მის მფარველებს დაეკისრებათ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|