რეზონანსი
19.02.2024

ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება და ეს მან კარგად იცის.

თალაკვაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ დაგეგმილი ერთიანი ხაზია.

"სადაც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, იქ ხშირად ჟღერდება მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაზეც არსებობს კითხვის ნიშნები, მაგრამ, უკვე პასუხებიც ცხადია საზოგადოებისთვის. ეს არის ერთიანი ხაზი, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ დაგეგმილი. მისი შეწყალება, მით უმეტეს იმ საშინელი დანაშაულების ფონზე. ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ეს იქნება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×