რეზონანსი
28.01.2024

 „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" გლობალური ომის პარტიის მიერ „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ამოქმედდა ზუსტად ომის დაწყებასთან ერთად. მას ერიცხებოდა თანხები შვეიცარიული ბანკებიდან. მას შეუჩერდა ტრანზაქციები ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე. აქ არის აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა გამოსატანი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება პირდაპირ დაკავშირებულია იმ ზეწოლასთან რომელიც ხორციელდებოდა, მათ შორის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელით", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×