რეზონანსი
27.01.2024

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 9 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდებიან, სადაც უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.

“9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ”, - ნათქვამის თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში.

ჟან-პიერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას.

განცხადების თანახმად, ბაიდენი და შოლცი, ასევე, მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას ვაშინგტონში ნატოს სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×