რეზონანსი
19.01.2024

მაქვს იმის იმედი და მოლოდინი, რომ ოპოზიცია კოალიციურ მმართველობას შეძლებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნოდ სიები გვექნება ერთი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „ქრონიკას“ საარჩევნო გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „გამარჯვების პლატფორმა“ ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის, პირველ ადგილზე გასვლისთვის ემზადება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ეს უფრო სურვილებია, ვიდრე მათემატიკური რეალობა. ხალხთან შეხვედრები, მათ შორის სოციოლოგიური კვლევები ამის საფუძველს გვაძლევს. კვლევები გარკვეულ ტენდენციებს აჩვენებს. მას არ აქვს პრეტენზია, რომ არჩევნების შედეგს დაემთხვეს.

ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რომ საარჩევნო ერთობა შეგვექმნა, თუნდაც ბევრ პოლიტიკურ ძალასთან. როდესაც ბევრი საერთო ინტერესია, საერთო ხედვაა, ამ დროს ძალიან ბუნებრივი იქნებოდა ერთიანობა „სტრატეგია აღმაშენებელთან“.

მაქვს იმის იმედი და მოლოდინი, რომ ოპოზიცია კოალიციურ მმართველობას შეძლებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნოდ სიები გვექნება ერთი“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მმართველი პარტია მომავალ არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის განწირულია. ამ ფონზე კი ოპოზიცია ისევ გაერთიანებას ცდილობს, თუმცა ყველა მცდელობა ჯერ უშედეგო აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×