რეზონანსი
19.01.2024

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილს მომდევნო კვირას მოინახულებენ.

კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ წამების კომიტეტის დოკუმენტით დადასტურდა, რომ არსებულ პირობებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია. 

ასეთ სიტუაციაში მძიმეა ადამიანის გაუმჯობესებაზე ეფიქრა, როდესაც მუდმივად კამერის ქვეს გაკვირდებიან. ჩვენ ვეთანხმებით, რას ლაპარაკობთ, მათ მაღალ პროფესიონალურ დონეზე აქვთ ნათქვამი. ეს არის ციხე კლინიკაში, სულაც არ არის სხვანაირი გარემო, ის არის ჩვეულებრივი ციხე, შეიძლება უფრო მეტი დაცვითაც, ვიდრე თვითონ ციხეშია. ასე, რომ ასეთ გარემოში ადამიანის ფსიქოლოგიურ გაუმჯობესებაზე საუბარი ძნელია. ამას კიდეც აღნიშნავდა თვითონაც, რომ აქ ფსიქოთერაპიას ვერ ჩაიტარებდა. 

ვფიქრობ, რომ ის ახლაც ციხეშია, როგორც აღვნიშნე, იქ ციხეა საავადმყოფოში და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ციხეში იქნება,“ - ამბობს წულაძე.

პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტმა სასჯელი არა "ვივა მედში", არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს. ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმ ფონზე აკეთებს, როდესაც გუშინ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა უმძიმესი დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ვივა მედში შექმნილი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილისთვის მჩაგვრელი და დამამცირებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×