რეზონანსი
18.01.2024

პანელურ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებსაც მართავს. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოდილ რენო ბასოს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციები გააცნო; ყურადღება გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლებზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

EBRD საქართველოში 300-მდე პროექტშია ჩართული, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 5 მილიარდი ევროა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×