რეზონანსი
18.01.2024

„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გაიხსენა ის პოლიტიკური მოვლენები, რაც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ შეაფასა იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოულოდნელი გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით.

„მელიას დაჭერა-არ დაჭერას კი არა, კანონის უზენაესობას ეხებოდა საქმე, თუმცა, ოპოზიციამ ეს პროცესი, როგორც ანტიდასავლური, ისე შეფუთა. როგორ შეიძლებოდა კანონის დაცვა ანტიდასავლური ყოფილიყო? პირიქით, ერთ-ერთი პირველი პოსტულატი, რომელსაც დასავლური ცივილიზაციები ემყარება, არის სწორედ კანონის უზენაესობის დაცვა. ამიტომაც გვინდა ევროკავშირის წევრობა. გახარიამ სწორედ კანონის უზენაესობის დაცვაზე განაცხადა უარი და ამით ქვეყანა დიდი კრიზისის წინაშე დააყენა. 

საბედნიეროდ, ეს მას არ გამოუვიდა - სწრაფად მოვახერხეთ ამ პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდება. ძალიან კარგია, რომ გახარიას მოღალატეობრივი ბუნება გამოჩნდა. ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ეკონომიკური წინსვლა და დემოკრატიული განვითარება.

შეგახსენებთ, რომ კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით და ამ მაჩვენებლით ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×