რეზონანსი
18.01.2024

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მუშაობის გაგრძელებას მოსკოვში გეგმავს. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ სურს მოსკოვში "ფილმში ბედი სცადოს", ან თვითონ დადგას სპექტაკლი. ის ჯგუფის წევრებს დახმარებას სთხოვს:

"მაქვს სურვილი რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი ან მე თვითონ დავდგა სპექტაკლი. რუსული და ინგლისური კარგად ვიცი. მინდა მივიტანო ჩემი პორტფოლიო მოსფილმსა და სხვადასხვა სააგენტოებში… მინდა დამაკვალიანოთ რა და როგორ გავაკეთო, რადგან გასტროლზე რომ ჩამოვდიოდი ყველაფერი მზად მხვდებოდა, ახლა კი ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია… იქნებ იცნობთ ვინმე აგენტს ვინც მსახიობებს ასაქმებს და ამაში იღებს თანხას, რა თქმა უნდა, ისე არავინ და არაფერი მოძრაობს უკვე… ჰაერშიც კი ფულს ვიხდი საქართველოში ასე მგონია!მაქვს იმედი თქვენი კეთილ განწყობის და ჩემი სურვილის გულთან მიტანის.არ დაგაღალატებთ რადგან ჩვენს ქვეყანაში მგონი წარმატებული არტისტის სახელი მაქვს და მინდა მანდაც ვცადო ბედი, რადგან აქ იყო კარგი მსახიობი მხოლოდ სახელს ნიშნავს, რომ ხარ კარგი მსახიობი სხვა არანაირი გასაქანი არ გაქვს", - წერს ზანგური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×