რეზონანსი
17.01.2024

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში ცეცხლი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "ინფო რუსთავმა" გაავრცელა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა, რომ მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ცნობით, შემთხვევა კვირას მოხდა. 

ავტოსატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლელა ლუარსაბიშვილის ცნობით, დაღუპული კომპანიის თანამშრომელია. 

"პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანავუგრძნობთ.

ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე ინახება ამორტიზებული ტექნიკაც. ერთ-ერთი ასეთი იყო ძველი ავტობუსის რკინის კარკასი, რომელშიც გაჩნდა ცეცხლი. ამ დროს ჩვენი თანამშრომელი იმყოფებოდა ამ ადგილას და ცეცხლს ემსხვერპლა. მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა მიზეზს დაადგენს", - უთხრა ლუარსაბიშვილმა "ინფო რუსთავს".

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×