რეზონანსი
17.01.2024

კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ოპო­ნენ­ტე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა და თქვა, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის თე­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ.

ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი კი, გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის "გირ­ჩი" თავ­მჯდო­მა­რე იაგო ხვი­ჩი­ას კი იდეა აქვს, მთე­ლი ქა­ლა­ქი ჩა­ერ­თოს წე­რეთ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში.

"მე მექ­ნე­ბო­და იდეა, რომ გა­მო­ვა­ცხა­დოთ შა­ბა­თო­ბა და მთე­ლი ქა­ლა­ქი წა­ვი­დეთ ერთ დღეს წე­რეთ­ლის გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად. მე ერ­თა­დერ­თი ვიცი, რომ ვერ დავ­დი­ვართ წე­რე­თელ­ზე და მინ­და ეს პრო­ცე­სი მალე მორ­ჩეს. მე ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი უფრო მაქვს, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის," - აღ­ნიშ­ნავს სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის "გირ­ჩი" თავ­მჯდო­მა­რე იაგო ხვი­ჩია. კო­მენ­ტარს "რუს­თა­ვი 2"ავ­რცე­ლებს.

წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე 4-მა ახალ­მა კომ­პა­ნი­ამ მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყო. "ენკო", "პარ­მა", "ჯეო გრუ­პი" და "ბლექ სი გრუ­პი" პრო­ექტს და­ას­რუ­ლე­ბენ. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, წე­რე­თელ­ზე მოძ­რა­ო­ბა იან­ვრის ბო­ლოს აღ­დგე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა 2 კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­უქ­მა, პრო­ექ­ტი დათ­ქმულ ვა­დებ­ში შეს­რულ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­რია შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თავს, ორი­ვე კომ­პა­ნია შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნოს. მათ მე­რი­ის მიერ და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×