რეზონანსი
08.01.2024

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ქნესეთთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ქნესეთის შესასვლელს ბლოკავდნენ და არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

დღეს დილით იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ, ათობით ადამიანი შეიკრიბა და მთავრობას გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისრაელის მთავრობა უმოქმედობას იჩენს, მძევლების გათავისუფლებაზე არ ზრუნავს, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და სახელმწიფოს ბიუჯეტს პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×