რეზონანსი
05.01.2024

დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი ბალისტიკური რაკეტების უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ჩრდილოეთ კორეას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება", - ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

„ეს ქმედება [ჩრდილოეთ კორეისგან შეიარაღების შეძენა] ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა დაუჭირა მხარი, როგორც მუდმივმა წევრმა. ჩრდილოეთ კორეა ექვემდებარება მკაცრი სანქციების რეჟიმს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაიხადოს მაღალი საფასური უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

4 იანვარს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×