რეზონანსი
05.01.2024

ალ­ბა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მათ თან ჰქონ­დათ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ოქრო და სხვა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნა­საც სა­ბერ­ძნეთ­ში ცდი­ლობ­დნენ.

ისი­ნი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა მათ სხვა­დას­ხვა ბი­ნის ძარ­ცვის შე­დე­გად ჰქონ­დათ.

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში ჰქონ­დათ 50 ოქ­როს ბე­ჭე­დი, 21 ოქ­როს კუ­ლო­ნი, 12 ვერ­ცხლის კუ­ლო­ნი, 6 ვერ­ცხლის სა­მა­ჯუ­რი, 53 ოქ­როს სა­ყუ­რე, 32 მე­და­ლი­ო­ნი, 2 ოქ­როს მო­ნე­ტა, "რო­ლექ­სის" სა­ა­თი, ასე­ვე გა­სა­ღე­ბი, რომ­ლი­თაც ძარ­ცვის­თვის სახ­ლის კარს და სე­ი­ფებს აღებ­დნენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამო­ღე­ბუ­ლია 190-მდე ერ­თე­უ­ლი სამ­კა­უ­ლი და 6000 ევ­როს ოდე­ნო­ბის ნაღ­დი ფული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×