რეზონანსი
31.12.2023

არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რამდენად ახერხებს მოსახლეობა  საჭირო პროდუქტების შეძენას და , რა უჯდებათ მათ საახალწლო სუფრის მომზადება.

მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ პროდუქტების ნაწილის ყიდვას გაჭირვებით ახერხებენ. მათი თქმით, პროდუქტებზე ფასები გაზრდილია. მოქალაქეები ასევე აღნიშნავენ, რომ ბევრმა მათგანმა წელს ხორცის შეძენა ვერ მოახერხა.

რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას, ამბობენ, რომ ეცდებიან, ახალ წელს მაქსიმალურად კარგი განწყობით შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, გაჭირვების ფონზე ეს რთული იქნება.

"ხალხს უჭირს ძალიან და არ არის წელს ისეთი მუშაობა, როგორი მუშაობაც იყო სხვა წლებში," - ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.

წყარო: მთავარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×