რეზონანსი
29.12.2023

დავით კეზერაშვილს მორალური და სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო, რადგან მან თავდაცვის მინისტრობის დროს ასტრონომიული თანხები დააგროვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მორალზე საუბარი ზედმეტია, როცა საქმე ეხება კრიმინალს, მით უფრო იმ კრიმინალთან, რომელიც ქვეყნის საზღვრებს სცილდება და ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს.

„მორალი, სინდისი და შინაგანი რწმენა თავად ამ ადამიანის გადასაწყვეტია, ეს რამდენად აწუხებს ან არ აწუხებს. ეს იმ ადამიანების გადასაწყვეტიცაა, ვინც ამ ადამიანისგან დაფინანსებას იღებს", - განაცხადა ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×