რეზონანსი
29.12.2023

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 120 თანამშრომელს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობის სიგელები და სასაჩუქრე კალათები გადაეცა. კომპანიის თანამშრომლები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დააჯილდოვა.

დავით ფაჩულიამ თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყოველთვის ვცდილობთ, დავაფასოთ მათი შრომა. „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, როგორც დასუფთავების, ისე გარე განათების, სანიაღვრე ქსელების და გზების დახაზვის მიმართულებით. საახალწლოდ ასე ლამაზად მორთული რომ არის თბილისი, ჩვენი თანამშრომლების უდიდესი დამსახურებაა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან ერთად თანამშრომლები მისმა მოადგილეებმა დააჯილდოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×