რეზონანსი
28.12.2023

სემეკის სხდომაზე განიხილეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრის საკითხი. სემეკის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თბილისში დამტკიცებული ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდება, შესაბამისად, ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.

შესაბამისად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტს ვინც მოიხმარს ტარიფი იქნება 23.5 თეთრი.

მომხმარებლისთვის დღემდე მოქმედი ტარიფები, რომლებიც 1 იანვრიდან შეიცვლება, ასეთი იყო:

0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 15.289 თეთრი (იყო 18.041 თეთრი)

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18.689 თეთრი (იყო 22.053 თეთრი)

301 კვტ.სთ-დან და მეტი - 22.489 თეთრი (იყო 26.537 თეთრი)

სამივე კატეგორიისთვის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×