რეზონანსი
28.12.2023

2 წლის ლაზარეს, რომელიც ოზურგეთში პიტბულმა დაკბინა, უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მის მდგომარეობაზე დედა, ლიკა ხამათაშვილი ჟურნალ „სარკესთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს:

"კიდევ ერთი ოპერაცია იანვარში უნდა ჩაუტარდეს, რეაბილიტაციის შემდეგ კოსმეტიკური ჩარევები დასჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეგ ამბავი მეორეხარისხოვანია. ახლა დიდ ოპერაციას ველოდებით, რომ სკალპი მთლიანად დაიხუროს და დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა. ყურები, სახე, ყველაფერი გადაურჩა, მხოლოდ თავის ქალაზე ააძრო ყველაფერი იმ საშინელმა ძაღლმა. ექიმებსა და ექთნებს ძალიან შეაყვარა თავი.

ექთნებმა სათამაშოები მოუტანეს, ელაპარაკება მათ და გადარია ყველა. დაკბენის მომენტიდან დღემდე ბავშვს გონება არ დაუკარგავს, სრულ გონებაზეა, ჭიკჭიკებს და კონტაქტურია. მადლობა ღმერთს, ტვინს არაფერი შეეხო და ძვალიც საღი აქვს. გადარჩენილები ვართ", - ამბობს დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×