რეზონანსი
26.12.2023

ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის ბელარუსში გადატანაც დაგეგმილი იყო, უკვე ქვეყანაშია, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„დიდი ხნის წინ. მე უკვე ვთქვი, თუ როდის დასრულდა მიწოდება. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ სექტემბერში ან ოქტომბერში. ბოლო ოქტომბრის დასაწყისში იყო. ყველაფერი თავის ადგილზეა, კარგ მდგომარეობაში", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ მომავალი სამხედრო წვრთნების შესახებ განაცხადა, რომ ისინი ყოველდღე სწავლობენ.

„ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ. ყოფილი „ვაგნერელებიც" კი, რომლებიც ჩვენთან რჩებიან, დღეს ჩვენს ქვედანაყოფებთან მუშაობენ და მათ გამოცდილებას უზიარებენ", - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×