რეზონანსი
20.12.2023

ცნობისთვის, იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელმაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, გუშინ 18 დეკემბერს გარდაიცვალა. მა­რი­ა­მი იტა­ლი­ა­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ჰყვე­ბო­და იმ მძი­მე დღე­ებ­ზე, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, ამ­ხნე­ვებ­და ყვე­ლას და იტა­ლი­ა­ში იმ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც წლე­ბის წინ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა.

მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა EUROPA DONNA GEORGIA-ს პრეზიდენტს, ანა მაზანიშვილს, რომელიც მარიამის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო.

„მარიამის გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის უკმარისობა. ამ ზაფხულს ბათუმში ვირუსი შეხვდა, ხველა გაუხანგრძლივდა, აპირებდა, რომ მკურნალობა დაეწყო, თუმცა ვერ მოვასწარით. ამბობდა კიდეც, ცოტა დავაგვიანეთო მკურნალობა, ანალიზების გაკეთება დაიწყო, ორი დღის წინ ვისაუბრეთ მესენჯერით. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, ძალიან გავბრაზდი, ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლება-მეთქი, მესენჯერში გადავურეკე, რამ გადარია ეს ხალხი, რას მწერენ, რატომ გადაირივნენ, ადამიანები მეკითხებოდნენ, რა მოხდა და რომ დავრეკე, დედამისმა ტირილით მიპასუხა... მერე არაფერი მახსოვს...“ – ამბობს ანა.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×