რეზონანსი
19.12.2023

ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი და ოფიცერი, იგორ სალიკოვი, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ, ჰააგაში ჩვენების მიცემას დათანხმდა.

მედია წერს, რომ სალიკოვი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეესწრო, მათ შორის: დონბასში "ცრუ დროშის ოპერაციებს", "სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", სამხედრო ტყვეების წამებასა და სიკვდილით დასჯას, ბავშვების გატაცებას, რომლებიც "საზღვრის გავლით ბელარუსში გადაიყვანეს".

იგორ სალიკოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი (GRU), მოგვიანებით "ვაგნერის" დაგჯუფების უფროსი ინსტრუქტორი და "Redut"-ის ერთ-ერთი მეთაური იყო. მან რუსეთი ოჯახთან ერთად 2022 წლის ივნისში დატოვა. ახლა ის კეიპტაუნიდან (სამხრეთ აფრიკა) ნიდერლანდებში გაფრინდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებას ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×