რეზონანსი
19.12.2023

დღეს გამოიკვეთა, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, პირველ რიგში, რუსები არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა.

„დღეს ნამდვილად იზეიმა სამართალმა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის, რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს. დღეს გამოიკვეთა ის, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, არაადამიანურად სიცოცხლის გამოსალმებაში პირველ რიგში, დამნაშავეები არიან რუსები“, - აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×