რეზონანსი
19.12.2023

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. "კარაპს მედლაინის" პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე კალანტაროვის თქმით, პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება.

„ოპერაცია სასწრაფო იყო. თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% უკვე დახურულია. ვფიქრობთ, 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება მსგავსი ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, - აღნიშნა ალექსანდრე კალანტაროვმა.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×