რეზონანსი
19.12.2023

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც ეყრდნობა არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებს, მათ შორის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავას არჩევასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის ადამიანებში და იმაში, ვინ რას მართავს, ვინ რომელ დეპარტამენტს და რომელ რაიონულ ორგანიზაციას მართავს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის მის ფილოსოფიაში.

„ის არის ორგანიზაცია, რომელიც ეყრდნობა არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებს, მათ შორის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა. მან დაუორგანიზა მიხეილ სააკაშვილს აქ შემოსვლა, ეს ცნობილი ფაქტია, ამაზე სასამართლოც მიდის და ისედაც საკმარისი მტკიცებულებებია ამისი. ამიტომ, პრობლემა ამაშია. სხვა ქვეყნებს, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს თუ უცხო ორგანიზაციებს ვიდრე ემსახურებიან ისინი, მანამდე რა მნიშვნელობა აქვს, ვინმე რომელ რაიონულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×