რეზონანსი
19.12.2023

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ქუთაისის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 25 წლამდე ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი მგზავრი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტს გამოკვლევები უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×