რეზონანსი
17.12.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების (ცაჰალის) ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან, ჩრდილოეთ ისრაელისკენ - არაბ-ალ-არამშეს, სასასა და დოვევის მიმართულებით, რამდენიმე რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.

ცაჰალში აცხადებენ, რომ ახლა მათი არტილერიის სამიზნე ლიბანში მდებარე თავდასხმის ობიექტებია. "დავარტყით ჰეზბოლას ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ლიბანში", - ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცაჰალის ცნობითვე, ლიბანიდან გაშვებულმა რამდენიმე რაკეტამ ისრაელამდე ვერ მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×