რეზონანსი
11.12.2023

„გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ NDI-ს კვლევას არ ენდობა და შედეგების შეფასებაც სერიოზულად არ მიაჩნია.

„ამ ქვეყანაში NDI ყველაზე ცუდ კვლევებს აკეთებს. უბრალოდ, ფულს ფლანგავენ. „გორბიც" უკეთესს კვლევებს ატარებს, ვიდრე NDI. როცა ათას ადამიანს დაუსვი კითხვა, იქიდან მხოლოდ 280 გპასუხობს, 65 პროცენტი არ გეუბნება, რომელ პარტიას უჭერს მხარს და ამის შემდეგ ბედავ, პარტიების რეიტინგები დაწერო, ეს ყველაფერი ძალიან კომიკურად გამოიყურება. თავად წერენ, რომ ეს კვლევა სანდო არ არის. კითხვაზე პასუხი მხოლოდ 28 პროცენტმა გასცა და იქიდან 65-მა პროცენტმა არცერთი პარტია არ დაასახელა. როგორ შეიძლება, ამას ენდო? სასაცილოა, ასეთ კვლევას რომ აქვეყნებენ. იქ რაც წერია, არ შეიძლება, ენდო. არის ეთიკის წესები სოციოლოგიასა და სტატისტიკაში, რასაც ეს კვლევები არ აკმაყოფილებს. ამ შედეგების შეფასება სერიოზული არ იქნება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×