|

საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შიდა ევროპულ ფორმატში არ არის მიღებული რაღაც გარიგებების საკითხებზე ასეთი მსჯელობა, როგორც ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე ზოგიერთ სუბიექტს უნდა რომ წარმოაჩინოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს უნგრეთში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.
„საქართველოს განიხილავენ პაკეტში თუ ცალკე ამაზე საუბარი არ არის. ჩვენ ჩვენი დამსახურება გვაქვს, ისევე, როგორც წარმატებას ვუსურვებ და ყოველთვის პოლიტიკურად მხარს ვუჭერდით უკრაინას, არა მარტო კანდიდატობის საკითხთან დაკავშირებით. განსხვავებით უკრაინის ხელისუფლებისაგან, რომლებმაც მეორე ფრონტის გაუხსნელობის გამო ელჩი გაიწვიეს და ჩვენი ელჩი ფაქტობრივად გამოაგდეს, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენსა და უკრაინის შორის მეგობრობის კარგ საქმეს. ეს თემა თვითონ სპეკულაციური თემაა, რომ აი, პაკეტში იქნება თუ პაკეტის გარეთ და ერთმანეთზეა დამოკიდებული. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შიდა ევროპულ ფორმატში არ არის მიღებული რაღაც გარიგებების საკითხებზე ასეთი მსჯელობა, როგორც ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე ზოგიერთ სუბიექტს უნდა რომ წარმოაჩინოს. ახლა უახლოეს პერიოდში იგეგმება ვიქტორ ორბანის და ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა. აქვს თავისი გარკვეული მოსაზრებები უნგრეთს, მაგრამ თემა ასეთი გაცვლითი გარიგება რა საკვირველია ეს არ არის არც ტრადიციაში და არც მოსალოდნელი, რომ საქართველოს მაჩვენებლები რაღაცის გამო გვერდით გადაიდოს ან, პირიქით უკრაინის მაჩვენებლები გადაიდოს გვერდით ",- აღნიშნა ვოლსკიმ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|