რეზონანსი
27.11.2023

კახა აბუაშვილის მეგობარი მომღერალი ზურა ხაჩიძე ირწმუნება, რომ მომღერალმა ნარკოტიკზე დამოკიდებულება დიდი ხანია დაძლია. ამასთან, ხაჩიძემ არ იცის, რა მოხდა ცნობილი რეპერის თავს და რისთვის დააკავეს. 

კაბუ რაც ჩამოვიდა და რამდენჯერაც ვნახე, მისგან ვიცი, რომ საერთოდ ნარკოტიკზე დამოკიდებული აღარ არის. რა ამოიღეს, რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით, - ამბობს ზურა ხაჩიძე. 

შეგახსენებთ, რომ კახა აბუაშვილი ორი დღის წინ ქალზე ძალადობის ბრალდებით აეროპორტის გზაზე დააკავეს. მომღერალი ახლა ბრალის წარდგენას ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

ასევე, ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ აბუაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×